სასაზღვრო  პოლიციას  ახალი  უფროსი ჰყავს

09 თებერვალი 2018, 00:00 2625 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა. იგი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა.

თემურ კეკელიძე 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის იანვრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი იყო. 2012-2016 წლებში იგი ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე იყო.

ამავე კატეგორიაში