რატომ გაიჩეხა ხეები დოლოგანში?

09 თებერვალი 2018, 00:00 2071 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა ხეების გაჩეხვას აპროტესტებს. თეიმურაზ დუმბაძის ინფორმაციით, ქედაში სოფელ დოლოგანთან 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, ხეები გასულ წელს გაიჩეხა.

დუმბაძის განცხადებით, შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ ხეები ინერტული მასალების მოპოვების მიზნით გაჩეხა, კომპანიამ საჭირო მასალა ვერ აღმოაჩინა, ხეები კი არამიზნობრივად გაანადგურა. თეიმურაზ დუმბაძე ფაქტს ვანდალიზმად აფასებს.  

ამავე კატეგორიაში