''მუსლიმ  ქალთა  საჭიროებების  კვლევა  აჭარაში''

09 თებერვალი 2018, 00:00 2945 ნახვა

განათლების, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და სამოქალქო  აქტივიზმის კუთხით მუსლიმ ქალთა დისკრიმინაცია ხდება- ამის შესახებ „ მუსლიმ ქალთა საჭიროებების“ შესახებ  კვლევაშია საუბარი.  კვლევის პრეზენტაცია ქართველ  მუსლიმთა კავშირმა დღეს გამართა. ადრეული ქორწინება, სკოლებში თეოლოგიური განათლების არასრულფასოვანი მიღება- დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა განათლების ხელმისაწვდომობაა. 

დასაქმებისას კი დისკრიმინაციის ერთ-ერთი მიზეზი რელიგიური ატრიბუტიკაა. დისკუსიის შემდეგ ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმი,  რომელიც სამი მუსლიმი გოგოს ისტორიას  ასახავს,   საქართველოს სახალხო დამცველთან  არსებული  ტოლერანტობის ცენტრისა და „აჭარის ტელევიზიის“ ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის რეჟისორი და ოპერატორი აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი  გიორგი შკუბულიანია.  კვლევა,  „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში  განხორციელდა. დისკუსის მხარდამჭერი კი გაეროს ასოციაციის აშშ საერთაშორისო განვითარების ფონდია. 

ამავე კატეგორიაში