ხულოში ბიზნეს იდეებისთვის მილიონიანი გრანტი გაიცემა

10 თებერვალი 2018, 00:00 2267 ნახვა

სოფლის განვითარების და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში , ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მილიონი ევროს ოდენობის გრანტების გაცემა იგეგმება, რომელიც მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის იქნება მიმართული. პირველ ეტაპზე ბიზნეს იდეების კონკურსი გამოცხადდება, გადარჩეული კონკურსანტები ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით შეირჩევიან, მეორე ეტაპზე კი ბიზნეს გეგმის შემუშავება მოხდება.  საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ხულოში მცხოვრებლებს შეუძლია. გრანტები ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული ევროგაერთიანების პროექტის „ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის“ ფარგლებში გაიცემა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში