სავალდებულო სამხედრო გაწვევა დაიწყო

10 თებერვალი 2018, 00:00 1844 ნახვა

სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო.  ბათუმის მუნიციპალიტეტიდან 15-მა  ახალგაზრდამ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ისინი სამხედრო სამსახურს  სასჯელაღსრულების სამინისტროში დაიწყებენ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ  18-დან 27 წლამდე მოქალაქეები. საგაზაფხულო გაწვევა ეტაპობრივად მოხდება და 30 ივნისს დასრულდება. მოქალაქეები, რომლებიც სამედიცინო შემოწმებას გაივლიან,  ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე სხვადასხვა უწყებაში გადანაწილდებიან.

ამავე კატეგორიაში