სახლში თავდასხმის შედეგად დაჭრილ პოლოვნიკის დაკითხვა ამ დრომდე ვერ ხერხდება

11 თებერვალი 2018, 00:00 1808 ნახვა

დოდო გუგეშაშვილის დაკითხვას სამართალდამცველები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამ დრომდე ვერ ახერხებენ.  მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი, პოლკოვნიკი კი დაიჭრა.

მომხდარი ფაქტის ერთადერთი თვითმხილველი, რომელმაც მკვლელის ვინაობა იცის, თავად დაზარალებული დოდო გუგეშაშვილია. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
სინქ

ამავე კატეგორიაში