14 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში დათბება

12 თებერვალი 2018, 00:00 3188 ნახვა

დღეს. 12 თებერვალს,  და ხვალ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მაღალ მთაში მოთოვს

დღის მეორე ნახევრიდან ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების შედეგად, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა. პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მეტრ წამამდე. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება აჭარას - დღეს და ხვალ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მაღალ მთაში მოთოვს. 14 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება. აღმოსავლეთში კი კვირის ბოლომდე ცივი და უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

ბათუმი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა,  ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8 დღისით +12 გრადუსი.

დროგამოშვებით ღრუბლიანობა და წვიმაა მოსალოდნელი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. 

ხულო: ღამით +1 დღისით +5

შუახევი: ღამით +3 დღისით +7.

ქედა: ღამით +6 დღისით +8.

ხელვაჩაური: ღამით +7 დღისით +9

ქობულეთი: ღამით +7 დღისით +11

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში