რუსეთში გლოვის დღეა გამოცხადებული

12 თებერვალი 2018, 00:00 1964 ნახვა

 რუსეთში გლოვის დღეა გამოცხადებული. ,,სარატოვის ავიახაზის" ანტონოვ-148-ის კატასტროფის გამომწვევ ვერსიებად ექსპერტები ძრავაში ხანძრის გაჩენას, სიჩქარის სენსორის გაუმართაობას, მეტეოროლოგიურ პირობებს, ასევე პილოტირების შეცდომას  ასახელებენ. ტერაქტის ვერსია ჯერჯერობით არ ფიგურირებს, თუმცა არც გამოირიცხება. ,,კომერსანტის" ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ტრაგედიის ადგილას სხვა საჰაერო ხომალდის ნარჩენები არ აღმოუჩენია, რომელსაც შესაძლოა თვითმფრინავი შეჯახებოდა. ლ

აინერის ჩამოვარდნის ადგილას ათასზე მეტი მეხანძრე, მაშველი და პოლიციის ოფიცერი მუშაობს. კატასტროფის დროს ბორტზე მყოფი 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი დაიღუპნენ. დაღუპულთა შორის 3 ბავშვი და რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თვითმფრინავი რეისს დომოდოდევოს აეროპორტიდან ორსკის  მიმართულებით ასრულებდა. დაღუპულთა ოჯახებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიუსამძიმრა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ოჯახებს ფსიქოლოგიური დახმარება გაეწევათ. კატასტროფის გამო რუსეთს თეთრმა სახლმა მიუსამძიმრა. ან-148 მოსკოვთან ახლოს  გუშინ აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. 

ამავე კატეგორიაში