რას თანხას ხარჯავენ ავტომანქანების მომსახურების შესყიდვისთვის საჯარო სამსახურები?

12 თებერვალი 2018, 00:00 2051 ნახვა

ხელვაჩაურის მერია ორი ავტომობილის სათადარიგო ნაწილების შესაძენად და შესაკეთებლად 12 ათას ლარს დახარჯავს. საჭიროების შემთხვევაში წლის განმავლობაში შესაძლოა კიდევ გამოაცხადოს ტენდერი.

მსგავსი პრაქტიკა აქვს ქობულეთსაც, შარშან იქ სამი ტენდერი გამოცხადდა და 80 ათასი ლარი დაიხარჯა, წელს კი ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისთვის 40 ათასი ლარია გათვალისწინებული, თანხაში შედის საკრებულოს 2 მანქანის შეკეთებაც.

რაც შეეხება მთავრობას - მთავრობის აპარატი მის ბალანსზე არსებული 7 ავტომანქანის მომსახურებისთვის 50 ათას ლარს ითვალისწინებს. თანხა აქვთ გამოყოფილი სამინისტროებსაც

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში