ჯანდაცვის მინისტრის ანგარიში

12 თებერვალი 2018, 00:00 2329 ნახვა

რატომ ვერ დახარჯა სამინისტრომ უფასო წამლებისთვის გათვალისწინებული თანხა და რატომ ვერ ისარგებლა უფასო მედიკამენტებით უფრო მეტმა ადამიანმა? ეს ის მთავარი კითხვებია რაც დავით სერგეენკოს მისამართით ისმოდა.

ჯანდაცვის მინისტრმა დღეს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში გასული წლის პროგრამები შეაჯამა და მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

გასული წლის გაზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების  მქონე პაციენტებისთვის უფასო მედიკამენტების პროგრამა მოქმედებს, სამნახევარი მილიონი ლარი იყო ჯამში გათვალისწინებული. სერგეენკო აცხადებს რომ აუცილებელია უფრო აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში