''აჭარისწყალი ჯორჯიას'' განმარტება შუახევში ჰესის მშენებელობასთან დაკავშირებით

13 თებერვალი 2018, 00:00 2424 ნახვა

შუახევი ჰესის მშენებელი კომპანია პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და მოსახლეობის მხრიდან წამოჭრილ საკითხებზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. რომელშიც აღნიშნულია, რომ ჰესის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე ხორციელდება. პროცესში ასევე ჩართული არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

წერილში აღნიშნულია, რომ კომპანია მაქსიმალურად ცდილობს სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული ზეგავლენის შემცირებას და ადგილობრივი მოსახლეობის რეგულარულ ინფორმირებას. 

ამავე კატეგორიაში