საქართველოში სამუშაოს შესრულების დროს 1209 ადამიანი დაიღუპა - აუდიტორია 115

14 თებერვალი 2018, 00:00 2609 ნახვა

''წინააღმდეგობის დროა!'' სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა'', ''მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას!'' - ამ ლოზუნგებით "აუდიტორია 115" წევრები საპროტესტო მსვლელობას თბილისსა და ბათუმში საღამოს 7 საათზე მოაწყობენ. 

აქციის ორგანიზატორები ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებას ითხოვენ. ბოლო 6 წელის განმავლობაში, საქართველოში 1209 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების დროს. 

''2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნესელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის. მაშინ როცა გვარწმუნებენ არჩევანის თავისუფლებაში, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი! ეს არ არის თავისუფლება! სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს! მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას!'' - ნათქვამია აუდიტორია 115-ის განცხადებაში.

აქცია, მსვლელობა თბილისში პარლამენტის შენობასთან, ხოლო ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში