ჩაქვში  მომხდარი მკვლელობის  საქმის  განხილვა

14 თებერვალი 2018, 00:00 3405 ნახვა

ჩაქვში მოკლული 50 წლამდე კაცის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის ადვოკატმა მტკიცებულებების სახით სატელეფონო ჩანაწერები  წარადგინა. დაზარალებული მხარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, ისინი პოლიციის მხრიდან ბრალდებულის დაუყოვნებლივ დაკავებას მოითხოვენ, რომელიც თითქმის 5 თვეა მიმალვაშია.

მოსამართლე ლევან გელოვანი მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ სასამართლო სხდომას 27 თებერვალს განაახლებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ინციდენტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა. 

ამავე კატეგორიაში