აქცია შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით თბილისსა და ბათუმში

14 თებერვალი 2018, 00:00 1996 ნახვა

აქცია ბათუმსა და თბილისში – აუდიტორია 115-ის მიერ ორგანიზებულ მსვლელობაზე, მოქალაქეებმა  ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და გამკაცრება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

“სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას!'' - ეს არის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი, რომლითაც მოქალაქეები საქართველოს მთავრობას მიმართავენ. სტატისტიკა საგანგაშოა - ბოლო 6 წელიწადში საქართველოში სამუშაოს შესრულების დროს 1209 ადამიანი დაიღუპა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში