ომბუდსმენი ბათუმის საკრებულოს წევრის განცხადებას გამოეხმაურა

14 თებერვალი 2018, 00:00 1937 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის სექსისტურ გამონათქვამებს ეხმიანება.

ომბუდსმენი კრიტიკულად აფასებს არჩილ მამულაძის სექსისტური ხასიათის მოსაზრებებს, რომლის თანახმად, ბავშვზე ზრუნვა ქალის პრეროგატივაა, ხოლო საზოგადოებაში მამაკაცს დომინანტური როლი აქვს დაკისრებული.

არჩილ მამულაძე გაზეთ “ბათუმელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში მიუთითებს, რომ ქალებს კარგი მენეჯერული უნარი აქვთ და მათი აზრის მოსმენაც მნიშვნელოვანია, თუმცა, „უმჯობესია, პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას“. ამასთან, საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ „მამაკაცსა და ქალს შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა“.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საჯარო პირის, განსაკუთრებით კი საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის მხრიდან გენდერული როლების შესახებ სტერეოტიპების გავრცელება და ქალის შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება და ქვეყანაში დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესს აფერხებს. 

ამავე კატეგორიაში