ფიზიკურ პირებს დაფქვილი სუნელების გაყიდვის უფლება აღარ აქვთ

15 თებერვალი 2018, 00:00 4448 ნახვა

სუნელების და სანელებლების გაყიდვა და წარმოება ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ, საქართველოს მთავრობის 7 თებერვლის დადგენილება ძალაში შევიდა.

გადაწყვეტილების თანახმად, ბაზრობებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში, ფიზიკურ პირს არ შეუძლია დაფქვას და გაყიდოს სუნელები. მათთვის  პროდუქტის რეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული თუ ნედლეულის დაფქვა მომხმარებლის თანდასწრებით,ადგილზე მოხდება. 

რაც შეეხება ბიზნესოპერატორებს, მათ მიერ წარმოებული და გადამუშავებული სუნელები და სანელებლები დაფასოებული უნდა იყოს  კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების დაცვით. 

მთავრობამ აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ  სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში (18%)  ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა.  დარღვევები, უმეტეს შემთხვევაში (88%), იმ ფიზიკური პირების, ასევე კუსტარული წარმოებების პროდუქციაში დაფიქსირდა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული და მათ მიმართ არ ხორციელდებოდა სახელმწიფო კონტროლი.

ადგილი ქონდა  ფალსიფიკაციის შემთხვევებსაც, მათ შორის, არასასურსათო დანიშნულების ნედლეულის გამოყენების ფაქტებს. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა რისკის მართვის დროებითი ზომები. 

მთავრობის დადგენილება ძალაშია მინიმუმ 2 წლის განმავლობაშია, თუ სანელებლებისა და სუნელების რეალიზაცია ამ წესების დაცვით მოხდება, პროდუქცია განადგურება. 

ამავე კატეგორიაში