ბათუმში ერთმანეთს შვიდი ავტომობილი დაეჯახა

15 თებერვალი 2018, 00:00 18657 ნახვა

 ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს შვიდი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაზარალებულს სამედიცინო დახმარებას ადგილზე გაუწიეს. მედიკოსების განმარტებით ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა და ერთი მოქალაქე დაჯარიმდა. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში