უვიზო მიმოსვლა-იუსტიციის მიმართვა მოსახლეობას

15 თებერვალი 2018, 00:00 2550 ნახვა

თეა წულუკიანი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ქვეყნის უდიდეს მონაპოვარს – ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას. საქართველოს იუსტიციის მინისტრი გერმანიიდან საქართველოს 19 მოქალაქის გამობრუნებას გამოეხმაურა, რომლებმაც სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარეს.

მინისტრის ვარაუდით, მათ მესაზღვრეები ვერ დაარწმუნეს იმაში, რომ შენგენის სივრცეში შეღწევას კეთილი მიზნებისთვის ცდილობდნენ. მისი თქმით, ამის გამო გერმანიის ხელისუფლებამ შეიძლება გარკვეული ზომებიც მიიღოს.

ამავე კატეგორიაში