უნიკალური აღმოჩენა გონიოში

15 თებერვალი 2018, 00:00 4537 ნახვა

უნიკალური აღმოჩენა - გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, იონური დასახლების საკულტო ნაგებობის ფრაგმენტები დღეს აღმოაჩინეს. გონიოს მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი, შოთა მამულაძე ვარაუდობს, რომ ფრაგმენტები სავარაუდოდ ძვ.წ. აღრიცხვის მე-VIIl-ე, მე-VII- ე საუკუნეებით თარიღდება.

პროცესებს ხვალიდან არქეოლოგები დააკვირდებიან. სპეციალისტები კი სამუშაოებს ზაფხულში დაიწყებენ.  

ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღესვე თიხის მილიც იპოვეს.

​გონიოელები ამბობენ, რომ სამუშაოების პროცესში მილი დაინახეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ თიხის მილი გონიოს ციხესთან გადის, რომელიც ქუჩიდან მოშორებით მდებარეობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, წლის განმავლობაში არქეოლოგიური სამუშაოებისთვის 85 ათას ლარს ხარჯავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში