სახანძრო უსაფრთხოები ექსპერტი: ''ნუ გამოიყენებთ დაბალი ხარისხის სახანძრო სისტემას''

16 თებერვალი 2018, 00:00 3136 ნახვა

ხანძრის წარმოქმნის ძირითადი რისკები, ცეცხლის  აღმომჩენი და ქრობის საშუალებები, სახანძრო სისტემის სწორი ექსპლუატაციის შენარჩუნება და ტექნიკის შესყიდვის დროს ხარისხის აუცილებლობა- ამ საკითხებზე სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კომპანია შეხვედრას ბათუმში  მართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით შეხვედრა საგანგაშო სტატისტიკისა და გახშირებული შემთხვევების გამო დაიგეგმა. საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. შეხვედრის მონაწილეებს შენობა ნაგებობობის უსაფთხოების წესების დამტკიცების შესახებ  საქართველოს მთავრობის დადგენილება გააცნეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში