პარლამენტის  თავმჯდომარე  მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებს  შეხვდება

16 თებერვალი 2018, 00:00 1513 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს 12 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.

მედიაორგანიზაციებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები აქვთ, რის კონტექსტშიც უმრავლესობას მოუწოდებენ, პრეზიდენტის ვეტო გაიზიარონ და მომზადებული ცვლილებები არ მიიღონ. პარლამენტის თავმჯდომარესა და მედიის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა იანვრის ბოლოს გაიმართა.

ამავე კატეგორიაში