''აღმოჩენილი ნივთები მუზეუმში გადავიტანეთ მოხდება მისი დამუშავება და ფოტო ფიქსაცია'' - ლაშა ასლანიშვილი

16 თებერვალი 2018, 00:00 1974 ნახვა

ორი უნიკალური აღმოჩენა ერთდროულად. გონიოში  მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანის დროს არასრულწლოვანმა თიხის მილი იპოვა. იგი როგორც სპეციალისტები აცხადებენ,  სავარაუდოდ წყლის მილია. ,,მთავარის” გადამღებმა ჯგუფმა ამავე ლოკაციიდან ახლოს კიდევ ერთი არტერფაქტი დააფიქსირა. იგი როგორც არქეოლოგები გვეუბნებიან საკულტო ნაგებობის ფრაგნენტები უნდა იყოს.  ორივე არტერფქტს უკვე ეწოდა უნიკალური. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ლაშა ასლანიშვილი ამბობს, მასშტაბურ სამუშაოებს  სპეციალისტები ზაფხულში გეგმავენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ლაშა ასლანიშვილი აღნიშნავს რომ გუშინდელი აღმოჩენა საინტერესოა რადგან ის გონიოს ციხის შიდა ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა და არც არქეოლოგებისთვის იყო ეს მოულოდნელი, იქედან გამომდინარე რომ ისტორიული დასახლებაა ციხის გარეთ. 

'' რაც შეეხება თვითონ აღმოჩენას ეს არის საკანალიზაციო სისტემა რომელიც თარიღდება I - III საუკუნეებით. რითაც მარაგდებოდა გონიოში მდგარი რომაული განიზონი. მეორე აღმოჩენა კი VIII - VII საუკუნეებით არის დათარიღებული. საკულტო დასახლებასთან გვაქვს ჩვენ საქმე და აღმოჩენილი მასალაც საკულტო ნივთებია. საინტერესოა, იმიტომ რომ მთელი ქრონოლოგია იკვეთება, დაახლობით მერვე საუკუნიდან პირველი საუკუნის ჩათვლით აღნიშნულ ტერიტორიაზე დასახლება არსებობდა. ამ მხრივ უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. 

აღმოჩენილი ნივთები მუზეუმში  გუშინვე გადავიტანეთ მოხდება მისი დამუშავება და ფოტო ფიქსაცია. არც შეეხება წყალგაყვანილობის მილს ის არ ამოგვიღია, დღეს გავლენ ადგილზე სპეციალისტები და მოხდება სამუშაოების დაგეგმვა.'' -ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი 

ამავე კატეგორიაში