ხვალიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

16 თებერვალი 2018, 00:00 3290 ნახვა

ხვალ, 17 თებერვალს, საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და აცივდება. 18 თებერვლის  დილის 8 საათიდან 19 თებერვლის 13:00 საათამდე, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. 

განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსა და სანაპირო ზოლში იქნება წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია 3 ბალი ღელვა.

 

 

foto: დათო ტრაპაიძე

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში