ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა

17 თებერვალი 2018, 00:00 2123 ნახვა

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა  შეიცვალა. იქ, სადაც წლების წინ ქალაქში შემოსასვლელი ხიდი იყო,  ახალი 800 მეტრიანი ესტაკადა უნდა აშენდეს. მანამდე კი  ავტოსატრანსპორტო  საშუალებებისთვის ქალაქის მიმართულებით გადასაადგილებლად ალტერნატიული გზა გაჰყავთ. მოძრაობა უცვლელი რჩება ბათუმში შემომსვლელებისთვის, თუმცა იცვლება ქალაქში გადაადგილების სქემა.

ქალაქიდან გამსვლელი, ბაქოს ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ორი მარშრუტით შეძლებენ მოძრაობას: პირველი მარშრუტია: გოგებაშვილი -> შავშეთი -> ერისთავის ქუჩა; ხოლო მეორე მარშრუტი: გოგებაშვილი -> შავშეთი -> მაიაკოვსკის ქუჩები. მოძრაობა ცალმხრივი იქნება გოგოლის ქუჩაზე,  მაიაკოვსკიდან ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით. ქალაქის ცენტრალურ გზაზე ესტაკადის მშენებლობისთვის 15 მილიონ 297 ათას 410 ლარი დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში