“ოცნების ქალაქის” მცხოვრებლებისთვის შეთავაზება მზადდება

17 თებერვალი 2018, 00:00 3789 ნახვა

რას შესთავაზებს აჭარის მთავრობა ე.წ. ''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებ ოჯახებს? -  ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ რამდენიმე წინადადება განიხილება და კონკრეტული შეთავაზება უახლოეს პერიოდში გაჟღერდება. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა. მისი თქმით, პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად მესამე სექტორის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები არიან ჩართული.

შეგახსენებთ ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა გამაფრთხილებელი აქცია 10 თებერვალს გამართეს და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მოითხოვეს. მათ მთავრობას რეაგირებისთვის ვადა 1 მარტამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებს აანონსებდნენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში