“ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია -2018”

17 თებერვალი 2018, 00:00 3497 ნახვა

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის მოსაპოვებლად, საქართველოს მასშტაბით გარემოსდაცვით ღონისძიებებში მოსწავლეები მონაწილეობენ. ნახევარფინალი დღეს ბათუმში ჩატარდა. გამარჯვებულები თხილნარის, აჭყვისთავის და ალამბრის სკოლების მოსწავლეები გახდნენ, გურიიდან კი ლაითურის სკოლამ გაიმარჯვა. პირველ ეტაპზე ბათუმში აჭარისა და გურიის 128 სკოლა მონაწილეობდა.

პროექტი მიზნად მოსწავლეების მიერ გარემოს მიმართ ცნობიერებას ამაღლებას ისახავს. სკოლები ფინალურ ღონისძიებაზე თბილისში 21 მარტს წარსდგებიან, სადაც 3 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდება, რომელთა მოსწავლეებს ავსტრიაში სასწავლო კურსის გავლის საშუალება მიეცემათ.

ამავე კატეგორიაში