გახმაურებული   მკვლელობა  - გახსნილი  დანაშაული

18 თებერვალი 2018, 00:00 2817 ნახვა

პოლიციამ ბათუმში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა. სამართალდამცავებმა 1997 და 1998 წელს დაბადებული ორი პირი დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა გასული წლის 5 აგვისტოს ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვის გზით ორი ადამიანი მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში