ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა

19 თებერვალი 2018, 00:00 3317 ნახვა

ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა. კაცი ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებაში, სასწარფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები მუცლის არეში,  ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. პაციენტი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს,  რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ინციდენტი გუშინ მოხდა. დაჭრილია  35 წლამდე ასაკის კაცი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში