მაუწყებლობის შესახებ კანონი - უმრავლესობის სხდომა

19 თებერვალი 2018, 00:00 2204 ნახვა

4 დეპუტატი 111-ის წინააღმდეგ – საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე “ქართული ოცნება” “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს – 2 გაფართოებული შეხვედრისა და არაერთი მიმართვის მიუხედავად - მედიაორგანიზაციების აზრს პარლამენტის უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარე არ იზიარებენ.

მსჯელობა აღარ გაგრძელდება – საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება მიეცემა სტარტაპები დააფინანსოს, განსხვავებული პირობა ჰქონდეს შესყიდვების განხორციელებისას და დამატებითი სარეკლამო დრო გაყიდოს. ცვლილებების წინააღმდეგ დარჩნენ ის დეპუტატები რომლებიც თავიდანვე არ ემხრობოდნენ პროექტით გათვალისწინებულ საკითხებს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში