მაუწყებლის  სამეურვეო  საბჭოს  ფრაქციის  სხდომაზე  იბარებენ

20 თებერვალი 2018, 00:00 1563 ნახვა

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და საბჭოს წევრებს ფრაქციის სხდომაზე იბარებს. ფრაქციამ შესაბამისი მიმართვა გრიგოლ გოგელიას სახელზე უკვე მოამზადა და ბორდთან შეხვედრის მიზნით ფრაქციის სხდომა 7 მარტისთვის ჩანიშვნა.

მიმართვაში ყურადღება გამახვილებულია პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, ან თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზეც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს ფრაქციის სხდომებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. შეგახსენებთ, მაუწყებლობის შესახებ შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი ხვალ ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს.

ამავე კატეგორიაში