ცვლილებები  აჭარის  კონსტიტუციაში – განხილვა  კომისიებში

20 თებერვალი 2018, 00:00 1658 ნახვა

 აჭარის კონსტიტუციურ კანონში შესატან ცვლილებებს დღეიდან უმაღლესი საბჭოს კომისიების ფორმატში განიხილავენ. პირველ სხდომა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიაშია ჩანიშნული. დოკუმენტის ამ ფორმატში განხილვა 23 თებერვლამდე გაგრძელდება, წამყვან იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას კი განსახილველად დრო 27 თებერვლამდე აქვს. მას შემდეგ რაც აჭარის კონსტიტუციის განხილვას დეპუტატები კომისიების ფორმატში დაასრულებენ, დოკუმენტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

სამი მოსმენის შემდეგ კი აჭარის კონსტიტუციური კანონის რედაქტირებული ვარიანტ საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება, ამისთვის კი ვადა უმაღლეს საბჭოს 19 აპრილამდე აქვს. მოსახლეობის ძირითადი შენიშვნები საარჩევნო სისტემასა და  საკუთრების უფლებას ეხება. 

ამავე კატეგორიაში