სავარაუდოდ,  ჩუტყვავილას  გართულებული  ფორმით  მოზარდი  გარდაიცვალა

20 თებერვალი 2018, 00:00 1531 ნახვა

თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა. ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ბაღის თანამშრომლების ინფორმაციით, ჩუტყვავილას ინფექცია, ბაღის კიდევ 2 აღსაზრდელს დაუფიქსირდა, რომლებიც მკურნალობის შესაბამის კურსს გადიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ჩვეულებრივ ყოველწლიურად ჩუტყვავილას 8-10 ათასი შემთხვევა ფიქსირდება.

ამავე კატეგორიაში