შეხვედრა ექსპერტებთან

02 ივლისი 2016, 00:00 2260 ნახვა

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რომის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სტუმრობით დაიწყო. იტალიელ ექსპერტებთან და მკვლევარებთან საუბრისას თინა ხიდაშელმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებსა და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. აღინიშნა რუსეთის ფაქტორები თუ გზავნილები და მათი გავლენა დღევანდელ  მსოფლიოზე.

ამავე კატეგორიაში