ბათუმის მერი მუსლიმ მრევლს დიალოგს სთავაზობს

20 თებერვალი 2018, 00:00 3983 ნახვა

საქმის განხილვა, რომელიც მუსლიმი თემის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციას ეხება, დროებით გადაიდო.

მოლაპარაკებისთვის დრო ბათუმის ახალმა მერმა ითხოვა, იგი სავარაუდოდ ძველი მერის მიერ გამოცემულ ბრძანებას და მოტივაციას გადახედავს – საქმე ეხება გიორგი ერმაკოვის დროს მუსლიმი თემისთვის ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარის თქმას, რაც ერმაკოვმა, მოსარჩელე მხარის ინტერესების დამცველებისთვის, ბუნდოვანი და დისკრიმინაციის შემცველი მოტივით დაასაბუთა.

ცნობილია რომ ყოფილმა მერმა მუსლიმებს მშენებლობაზე უარი ინტენსიური დასახლების მოტივით უთხრა, სადაც მისი შეფასებით ვერ განთავსდებოდა საკულტო ნაგებობა. რას გადაწყვეტს ახალი მერი, რომელსაც სურს საკითხი სასამართლოს გარეშე დასრულდეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში