ისტორიული განაშენიანების გეგმა

20 თებერვალი 2018, 00:00 2465 ნახვა

ბათუმის მერია ქალაქის განაშენიანების ისტორიულ ზონას აფართოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სამშენებლო რეგულაციები გამკაცრდება. “გეოგრაფიკის” მიერ მომზადებული დოკუმენტი ძველი ბათუმის საზღვრებს სცდება და დამატებით ქალაქის რამდენიმე ქუჩას მოიცავს.

ისტორიული განაშენიანების ახალი ზეონების შესახებ ბათუმის მერმა  დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ისაუბრა. ზურაბ პატარაძე მუნიციპალიტეტის ინიციატივას ინვესტორებისთვის მკაფიო გზავნილად - ქალაქის ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად კი მყარ გარანტად მიიჩნევს.

აღნიშნული დოკუმენტი განსახილველად ქალაქის საკრებულოს უნდა წარედგინოს, რის შემდეგაც იგი შესათანხმებლად კულტურის სამინისტროს გადაეგზავნება. განაშენიანების ისტორიული ზონის გაფართოვების მომხრეა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, რომელიც ზონალურ საბჭოსაც ხელმძღვანელობს. აღნიშნული საბჭო ისტორიული დაცვის ზონაში სამშენებლო პროექტებს განიხილავს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში