სამზადისი საჭადრაკო ოლიმპიადისთვის

20 თებერვალი 2018, 00:00 2528 ნახვა

სექტემბერში, ბათუმში დაგეგმილი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის. რეგიონის მთავრობა და ქალაქის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან - ამის შესახებ დღეს მთავრობის სახლში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს.

მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრებთან და ბათუმის მერთან ერთად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვაზე ისაუბრა. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა  23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ახლადაშენებულ სპორტის სასახლეში უნდა ჩატარდეს.

საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ასევე 1500 ადგილზე გათვლილი ყინულის არენა უნდა აიგოს. პირდაპირი შესყიდვის გზით კანადურ კომპანიასთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელმაც მშენებლობა 7 თვეში უნდა დაასრულოს. საერთაშორისო დონის ჩემპიონატისთვის 180 ქვეყნიდან 4 000-მდე წარმომადგენელს ელოდებიან. ცნობილია, რომ გახსნის ცერემონიალი შეკვეთილში “ბლექ სი არენაზე” გაიმართება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში