ბათუმი-თბილისის მატარებელზე სტუდენტები შეღავათიანი ფასის ბილეთებით ვერ სარგებლობენ

21 თებერვალი 2018, 00:00 2274 ნახვა

ბათუმი-თბილისის მატარებელზე სტუდენტები შეღავათიანი ფასის ბილეთებით ვერ სარგებლობენ. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სტუდენტური ფასდაკლება 19 თებერვლიდან შეწყდა.

მათივე განმარტებით, ფასდაკლება არ გაუქმებულა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ სტუდენტები კვლავ შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ.

სტუდენტური შეღავათი (50% -იანი ფასდაკლება)  მხოლოდ მაგისტრალური მიმოსვლის ყველა ელექტრომატარებლის მეორე კლასისა და სამგზავრო მატარებლების კუპირებულ ვაგონებზე ვრცელდებოდა.

შეღავათიანი ბილეთის მფლობელი სტუდენტების მატარებლებში დაშვება 2017 წლის მაისში გამარტივდა. თუ ძველი წესის შესაბამისად აუცილებელი იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაზე დატანილი ყოფილიყო წარწერა „სტუდენტი“, ცვლილების შემდეგ მხოლოდ პირადობის მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემების სისწორის შედარება ხდებოდა. აღნიშნული წარწერის არსებობა კი აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა.

სტუდენტები ფიქრობენ, რომ დროებითი აკრძალვა, სავარაუდოდ, გამარტივებულ წესში არსებულ ხარვეზს უკავშირდება.  

ამავე კატეგორიაში