''ზღვის ეშმაკი'' მეთევზეებმა ჩაქვის აკვატორიაში იპოვეს

22 თებერვალი 2018, 00:00 6488 ნახვა

ჩაქვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა თევზის უნიკალური ეგზემპლარი  მოიპოვეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა  დაადგინეს, რომ აღნიშნული თევზის სახეობა   მიეკუთვნება ”ზღვის ეშმაკს” – რომელიც, მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია.

ზღვის ეშმაკი ბათუმის მახლობლად პირველად 1955 წელს მოიპოვეს. ეგზემპლარის ფიტული დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

თევზის ეს უნიკალური ეგზემპლარი, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 2008 წელს ფოთის აკვატორიაში მოიპოვეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს.

სპეციალისტების განმარტებით, შავ ზღვაში თევზის ეს სახეობა იშვიათია, საქართველოში კი ხმელთაშუა ზღვის აუზიდან აღწევს. გამომდინარე იქიდან , რომ შავი ზღვის სიღრმისეული ფენები 130-ი მეტრი სიღრმის ქვევით გოგირდწყალბადით არის გაჯერებული მისი საქართველოში  მოპოვება მაღალი სამეცნიერო  ფაქტია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს  სპეციალისტები, შავი ზღვის მონიტორინგს და სამეცნიერო კვლევებს განაგრძობენ.

ამავე კატეგორიაში