სკაუტური ბანაკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

02 ივლისი 2016, 00:00 4287 ნახვა

რიგით 21-ე ბანაკი “სკაუტური სამყარო” გაიხსნა. დღეიდან 5 რეგიონის 70-მდე ბავშვი ერთი კვირის განმავლობაში ოჯახისგან დამოუკიდებელად იცხოვრებს. ბანაკში თანაცხოვრების დროს ბავშვები სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას, გაივლიან ტრენინგებს, შეისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, კარვის გაშლას, თოკებზე კვანძების გაკეთებას, მიიღებენ ინფორმაციას ეკოლოგიის შესახებ. კვირეულის ბლოოდ ისინი ფიცს დადებენ  და სკაუტური მოძრაობის წევრები  გახდებიან. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში