სასტუმრო ''ლეოგრანდზე'' ლოგო მოხსნეს

22 თებერვალი 2018, 00:00 3956 ნახვა

ბათუმში, სასტუმრო ‘’ლეოგრანდზე’’ ლოგო მოხსნილია. რებრენდინგის, ლოგოსა და სახელწოდების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება, სასტუმროს მენეჯმენტმა 24 ნოემრერს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მიიღო. გაჩენილმა ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდი“ არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას შეწყვეტდა. მეპატრონემ გადაწყვეტილება, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან და იურისტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა და ის სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე  მუხლის, მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

სასტუმრო ''ლეოგრანდის'' ძველი ლოგო. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში