ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით ტერიტორიებს, მოსახლეობის მოთხოვნით დაამუშავებენ

22 თებერვალი 2018, 00:00 3268 ნახვა

ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით შენობა - ნაგებობების, სარდაფების, სხვენებისა და საწყობების დამუშავება, წელს მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ. ბათუმის მერიამ დეზინსექცია-დერატიზაციის პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. მოსახლეობას საშუალება ეძლევა, თვითმმართველობას აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მოთხოვნით მიმართოს.

ასევე ქვეწარმავლების დაჭერა, ტრანსპორტირება და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაშვება, ბრიგადების გამოძახების შემთხვევაში  შესაძლებელი ხდება.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბათუმში, ქალაქის სხვადსხვა უბანში მოქალაქეებმა, გველი არაერთხელ იპოვეს. 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში გრძელდება: მრავალსართულიანი სახლების, სადარბაზოების, ქალაქის ტერიტორიის ერთი და ორსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, იტალიური ეზოებისა და სარდაფების დეზინსექცია (მავნე მწერების, პარაზიტების მოსპობა სპეციალური საშუალებებით) მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

ნაგავშემკრები კონტეინერების დეზინსექცია და ქალაქის ტერიტორიის დერატიზაცია კი მთელი წლის განმავლობაში.

ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით შენობა - ნაგებობების, სარდაფების, სხვენებისა და საწყობების დასამუსავებლად, მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე, 27 26 06-ზე უნდა დარეკონ ან განცხადების დასაწერად ბათუმის მერიაში მივიდნენ.  

ამავე კატეგორიაში