''გერმანიის მთავრობა ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს 3000 ევრომდე ფულად მხარდაჭერას სთავაზობს'' - ჯანელიძე

23 თებერვალი 2018, 00:00 1539 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გერმანიის მთავრობის მიერ მიცემული შესაძლებლობით ისარგებლონ. ჯანელიძე გამოეხმაურა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც სამშობლოში დაბრუნების მსურველებს, მათ შორის ქართველებს, ფინანსურ კომპენსაციას გადაუხდის.

გერმანიის მთავრობა  ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 3000 ევრომდე ფულად მხარდაჭერას სთავაზობს. პროგრამის მიხედვით, აღნიშნული მხარდაჭერა ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვინც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 2017 წლის 27 მარტამდე შევიდა და რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე გერმანიაში.

ამავე კატეგორიაში