დიდი  ოდენობით  ძვირფასი  ლითონის კონტრაბანდის ფაქტი სარფში

23 თებერვალი 2018, 00:00 2382 ნახვა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის კონტრაბანდის ფაქტზე ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი ამხილა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის’’ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ერთ - ერთი გადამზიდავი კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავებით შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები, მობილური ტელეფონის აქსესუარები და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 21 კგ-ზე მეტი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები. რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 191 ათას 381 ლარია.

ამავე კატეგორიაში