ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები სხვადასხვა კერძო კომპანიაში დასაქმდებიან

23 თებერვალი 2018, 00:00 1670 ნახვა

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები სხვადასხვა კერძო კომპანიაში დასაქმდებიან. სწორედ ამ მიზნით აკადემიასა და დამსაქმებელ, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. კერძოდ, კოლეჯ იკაროსთან, მედ-ცენტრთან და აჭარა ტექსტილთან.

ღონისძიებას 90-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა. ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორმა მათ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს სასწავლებელი, ასევე ისაუბრა მატერიალურ ტექნიკურ ბაზაზე, რომელიც აკადემიას გააჩნია. ირაკლი შარაბიძის განცხადებით, ბოლო 5 წელია აკადემიის სტუდენტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებში არიან ჩართულნი, ბოლო 2 წელია კი პრიორიტეტი სწავლასთან ერთად მათი სტაჟირება და დასაქმებაა. 

ამავე კატეგორიაში