პოლონეთში პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ქართველები დააკავეს

23 თებერვალი 2018, 00:00 2155 ნახვა

პოლონეთში, ქალაქ ზგიეჟში პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმისთვის, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. პოლონური გამოცემა ,,ვიბორკსა" -ს ინფორმაციით, გვიან ღამით ერთ-ერთ უბანში პოლიციელები ხმაურის გამო გამოიძახეს. ადგილზე გაირკვა, რომ ხმაურის მიზეზი ნასვამ უცხოელებს შორის ჩხუბი იყო.

როდესაც სამართლადამცველებმა მათ საბუთების წარდგენა თხოვეს, ისინი აგრესიაზე გადავიდნენ და პოლიციელების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს. ვინაიდან შემთხვევის ადგილას ორი პოლიციელი იყო, ხოლო მათ 13 უცხოელი დაუპირისპირდა, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. შედეგად, სამი თავდამსხმელი მსუბუქად დაიჭრა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ცამეტივე დამნაშავე დააკავა. საქმეს პროკურატურა იძიებს. 

ამავე კატეგორიაში