ბათუმში, ავარიის დროს ორი მოქალაქე დაშავდა

23 თებერვალი 2018, 00:00 8816 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რამდენიმე წუთის წინ ბათუმში. ჟვანიას ქუჩაზე, ერთმანეთს ორი  მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად პარკინგზე მყოფი  კიდევ სამი ავტომობილები დაზიანდა.

ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით,დაშავებულებს  ამ დროსითვუს დიაგნოსტიკური გამოკვლევები უტარდებათ. ერთ მათგანს დაზიანება თავის არეში ჰქონდა, მეორეს კი სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. 

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობას რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში