საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის 4 წევრს სპეციალური კომისია შეარჩევს

23 თებერვალი 2018, 00:00 1914 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 4 წევრს 9 კაციანი კომისია დააკომპლექტებს. 87 არცერთის წინააღმდეგ,  პარლამენტმა კომისია რამდენიმე წუთის წინ დაამტკიცა.  

მამუკა ანდღულაძე, სოსო გალუმაშვილი, ერმილე მესხია, ბინდი მძინარაშვილი, თინათინ რუხაძე, ოთარ ტატიშვილი, 7. სალომე უგულავა და ბასა ფოცხიშვილი  - კონსულტაციების შედეგად კომისია ამ შემადგენლობით დაკომპლექტდა. 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, კომისიის წევრობის კანდიდატად ერმილე მესხია წარადგინა, რომელიც ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, სულხან სალაძემ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საკუთარი განცხადებით პარლამენტს 2018 წლის 9 თებერვალს მიმართა.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, გრიგოლ გოგელიასა და წევრებს, გიორგი კოხრეიძეს და მარინა მუსხელიშვილს 2018 წლის 17 აპრილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში