რა განთავსდება ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ?

13 აპრილი 2016, 00:00 5208 ნახვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სკვერის და პარკინგის მოწყობა იგეგმებოდა საცხოვრებელი კორპუსი აშენდება - განცხადება უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ასმათ დიასამიძემ და პეტრე ზამბახიძემ გააკეთეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 2012 წელს მერიამ სკვერის და პარკინგის მოსაწყობად დაახლოებით 80 ათასი ლარის ღირებულების პროექტი შეისყიდა, თუმცა ახლა ტერიტორიის აჭარის მთავრობასთან დაახლოებული ინვესტორისთვის გასხვისება იგეგმება. ისინი ხელისუფლებას ინვესტორთან გარიგებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის განცხადებას სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უწოდა მთავრობის თავმჯდომარემ. არჩილ ხაბაძე გამორიცხავს მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას. 

ამავე კატეგორიაში