კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

03 ივლისი 2016, 00:00 3745 ნახვა

ორი მამაკაცი დაშავდა ჭავჭავაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, გუშინ ღამით. ისინი მშენებარე ობიექტზე მუშაობდნენ. წინასწარი ინფორმაციით ნგრევა პირველი სართულის ჭერის დასხმისას მოხდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ბათუმის რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მედიკოსების ცნობით, დაშავებულებს სხვადასხვა ტიპის ტრამვები აღენიშნებათ და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შს სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში