ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

26 თებერვალი 2018, 00:00 2696 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. ინფორმაცია ამის შესახებ სტუდენტებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააცნო. აგროსერვისცენტრში სტაჟირების პროგრამა გასულ წლებშიც გაიარეს, პროგრამის გავლის შემდეგ კი 3 სტუდენტი დასაქმდა. სტაჟირება 6 თვიან პრაქტიკას მოიცავს, რომლის განმავლობაშიც სტუდენტები  სასათბურე და თანამედროვე  მეურნეობაში მუშაობის პრაქტიკულ მეთოდებს შეისწავლიან. სტუდენტები სტაჟირების დროს შესრულებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაციებს წარმოადგენენ. სტაჟირების შედმეგ კი სერთიფიკატები გადაეცემათ.

ამავე კატეგორიაში